პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან კონსულტაციები გაიმართება.
როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ განაცხადა, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ შიდა პროცედურებთან დაკავშირებით კარგი იქნება, თუ სპიკერთან წინასწარი კონსულტაციები გაიმართება.
აღნიშნულ ინიციატივას ბაქრაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი მზადაა, დეტალებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაინტერესბულ მხარებთან გაიაროს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით მომავალ კვირას წარდგება, რის შემდეგაც სხდომა დებატების ფორმატში გაგრძლდება.