ხვალ, 21 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რადისონში" პოლიტიკური კოალიციის "ქართული ოცნება" პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკურ კოალიციას ბიძინა ივანიშვილი წარადგენს.
"ხვალ გამოცხადდება პოალიტიკური კოალიცია იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ყველასთვის ცნობილია. გარდა ამისა, ხვალ ხელი მოეწერება პოლიტიკურ დეკლარაციას", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება.