საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის დეტალები დღეს გახდება ცნობილი.
დღევანდელი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ყველა დეტალზე ისაუბრებს.
პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით მომავალ კვირას გამოვა, თუმცა თარიღი დღემდე უცნობია.