საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბულში, აქტიურად არის ჩართული სოხუმის პორტში დაკავებული ქართველების საკითხთან მიმართებაში.
" საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედ ამ წყაროდან იღებს ინფორმაციას. ჩვენ დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებთ, რადგან ჩვენი მხრიდან თქმა იმისა, თუ როდის და როგორ მოხდება მათი გათავისუფლება სპეკულაცია იქნება", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, რომ სწრაფად მოხდეს სოხუმში დატყვევებული ქართველების გათავისუფლება.
"დანამდვილებით გეტყვით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული და ცდილობს, რომ ყველა შესაძლო გზა, როგორც ოფიციალური, ასევე არაფორმალური, გამოიყენოს რათა მეზღვაურების გათავისუფლება მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში მყოფი ოთხი ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს.
ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის პორტში ერთი წელია იმყოფებიან. გიორგი საბანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე კომპანია სტარ ენ შიპინგის კუთვნილ გემზე 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ.
მათ ოჯახების ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიაზე მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით შეიყვანეს. მეზღვაურებს გასამრჯელოს სახით ამ დრომდე არაფერი არ მიუღიათ. ახლობლები მომხადრში დამსაქმებეს, ლაურა ჩადუნელს ადანაშაულებენ.
თუმცა თავად ჩადუნელი აცხადებს, რომ მეზღვაუები საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან და გასამრჯელოსაც მიიღებენ.
სოხუმის პორტში დაკავებული მეზღვაურების კადრები, საოკუპაციო რეჟიმის ტელევიზამ გაავრცელა.