ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და ჯიოევასაც რუსეთის მიმართ უფრო მეტად კრიტიკული განწყობები უჩნდებათ. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"სპეკულაციებისგან თავს შევიკავებ.ვადევნებთ თვალყურს თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მათ შორის ალა ჯიოევასთანთან მიმართებაში. თუმცა, თავისთავად გასაკვირი არ არის, რომ მას შემდეგ რაც პროცესებმა ასეთი განვითარება მიიღო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და ჯიოევასაც რუსეთის მიმართ უფრო მეტად კრიტიკული განწყობები უჩნდებათ. შესაბამისად, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჯიოევამ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს, ბუნებრივია ეს ქვეყანა არ იქნება რუსეთი, რომლისგანაც უმთავრესად მომდინარეობს საფრთხე", - განაცხადა კალანდაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე - "განიხილავს თუ არა საქართველო ჯიოევამ მომართოს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნის მიმართოს?" - პასუხის გაცემისას.
კალანდაძის თქმით, ქართული მხარე მიესალმებ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი აცნობიერებს, რომ მთავარი საფრთხე მათთვის სწორედ რუსეთიდან მომდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულმა ალა ჯიოევამ არ გამორიცხა, რომ მან რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოს. ჯიოევას თქმით, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ქვეყანა რუსეთი არ იქნება.