"დემოკრატიული მოძრაობა" მოითხოვს შეწყდეს კულტურულ მემკვიდრეობათა ძეგლების ხელყოფა, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ხელისუფლება ვერ ეგუება ქართველი გმირებისა თუ საზოგადოებისთვის პატივსაცემ პიროვნებათა ძეგლების თვალსაჩინო ადგილებზე განთავსებას და განაგრძობს ღირსეულ მამულიშვილთა თითქმის ყველა ძეგლსათვის ადგილების შეცვლას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მათ ნაცვლად კი გვთავაზობენ საკუთარი უაზრო ფანტაზიის ნაყოფს ველოსიპედდების, ფლოსტების თუ დაკუჭული პლასტიკის ბოთლების ქანდაკებებს.
რამდენიმე დღის წინ, ონის ცენტრიდან აიღეს დიდი ქართველი პოეტის - მურმან ლებანიძის ძეგლი. აღმაშფოთებელია ის გარემოება, რომ ხელისუფლება, როგორც ყოველთვის ურცხვად იტყუება და აცხადებს თითქოს ძეგლის აღება მოხდა ოჯახის თხოვნით. - აღნიშნული კატეგორიულად უარყო პოეტის ვაჟმა, ზაზა ლებანიძემ.
„დემოკრატიული მოძრაობა" გმობს ხელისუფლების ქმედებას და აღნიშნავს, მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს კულტურულ მემკვიდრეობათა ძეგლების ხელყოფა,მათი ერთი ადგილიდან მეორეზე საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით გადატან-გადმოტანა!
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ყველა ღირსეული მამულიშვილის ძეგლი,მემორიალური დაფა თუ მონუმენტი,ვინაიდან ისინი ქართველი ხალხის საკუთრებაა და არა სააკაშვილის ხელისუფლების", - ნათქვამია განცხადებაში.