პირს, რომელსაც უფლებები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის ჩამორთვა, კარგი ყოფაქცევისთვის, ვადაზე ადრე აღდგენის საშუალება მიეცემა. აღნიშნულს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო უფლებამოსილია, პირის ყოფაქციევის გათვალისწინებით, ვადის გასვლამდე აღუდგინოს მას ჩამორთმეული უფლებები ან შეუმციროს პირს უფლებების ჩამორთმევის ვადა.
უფლებების აღდგენა შეეხება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელისთვის 3 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების; საექიმო და საადვოკატო საქმიანობების უფლების; ასევე პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების ჩამორთმევას.
კანონპროექტს დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.