საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით არასამთავრობების მიერ მომზადებულ პეტიციას უერთდება. როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარე დიმიტი ლორთქიფანიძემ განუცხადა, "მოქლაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
"კანონში შეტანილი ცვლილებები აწესებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მონიტორინგის უკიდურესად რეპრესიულ სისიტემას", - აცხადებს ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები - კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის, ასევე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი პეტიციის საქართველოს პარლამენტისთვის გადაცემის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო საზოგადოების აქცია გაიმართება.