„დემოკრატიული მოძრაობის" შეფასებით, დღევანდელი ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებსა, რომ საქართველოში უმაღლესი განათლება უფასო იყოს. ამის შესახებ დღეს, მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წამომადგენლებმა გამართულ პრესკონსფერენციაზე აღნიშნეს.
„დემოკრატიული მოძრაობის" ახლაგაზრდული ფრთა თანადგომას უცხადებს ათიათასამდე სტუდენტს, რომელთაც სტუდენტის სტატუსი იმის გამო აქვთ შეჩერებული, რომ ვერ ახერხებენ სწავლის საფასურის გადახდას.
„ვუერთდებით „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" ინიციატივას გაიმართოს აქციები სტუდენტთა უფლებების დასაცავად. სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვის და მიზანმიმართულად ანგრევს ქართული განათლების სისტემას. სტუდენტებმა დღეს უნდა გავაკეთოთ არჩევანი, თუ როგორ ქვეყნაში ვიცხოვრებთ", - განაცხადეს ახალგაზრდებმა.
მათივე შეფასებით, ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით აშენებს ისეთ ქვეყანას, სადაც განათლების მიღების საშუალება მხოლოდ ელიტარული ფენისთვისაა ხელმისაწვდომი.
„სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც განათლების მიღების საშუალებას ყველა მოქალაქეს მისცემს. თუმცა, დღეს, სტუდენტებს განათლების მიღებაზე ფიქრის ნაცვლად, გადასახადების გადახდაზე ფიქრი უწევს", - განაცხადებს პრესკონფერენციაზე ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.
მათივე თქმით, „დემოკრატიულმა მოძრაობამ" იცის როგორი ეკონომიკური პროგრამა უნდა წარიმართოს ქვეყანაში იმისათვის, რომ განათლება იყოს უფასო.
„ამის რესურსი დღევანდელ ბიუჯეტშიც კი არსებობს, თუ ცხადია პრიორიტეტი განათლება იქნება და არა მილიონიანი პიარ-აქციები", - მიაჩნიათ ახალგაზრდებს.