საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობა შეწყვიტა. შესაბამისი ბრძანებულება პორზიდეტმა 16 თებერვალს გამოსცა.
პრეზიდენტის №113-ე ბრძანებულებით, შეწყდება „საქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ" ოქმის მოქმედება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის სექტემბერში ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ ტუვალუმ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ექსპერტების შეფასებით, ტუვალუს მხრიდან სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იძულებით მოხდა. მათი თქმით, პატარა ქვეყნები ფულის შოვნისა და თვითგადარჩენის მიზნით ასეთ ხერხებსაც მიმართავენ.
ტუვალუ - წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილის კუნძულოვანი სახელმწიფოა. სულ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ: რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და ვანუატუს. მათ რიცხვს კი უკვე ტუვალუც შეემატა.