ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტის ინიციატივას, ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევის ორი კვირის ვადით გადაწევასთან დაკავშირებით მხარს უჭერს.
ამის შესახებ ცესკოს პოზიცია ჟურნალისტებს ცესკოს უხუცესმა წევრმა, ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა, გოჩა ჯოჯუამ განუცხადა.
ჯოჯუას თქმით, დარჩენილი ერთი დღე არასაკმარისი იყო ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების განსახილველად.
ჯოჯუას თქმით, პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარმოდგენისთანავე ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურებს კანონით დაწესებულ ვადებში განიხილავს.
"პრეზიდენტის გამოსავალი იყო ოპტიმალური, რადგან ერთი დღე არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ყველა პროცედურა მოსწრებულიყო, რადგან ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფია ჩართული. ჩვენ მზად ვართ შემოსვლისთანავე განვიხილოთ კანდიდატურები კანონით დაწესებულ ვადებში", _ განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.