აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინდოეთში ვიზიტის მომზადება, რომელიც შესაძლოა 2027 წლის დასაწყისში გაიმართოს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. იუწყება Bloomberg.
რუბიოს თქმით, იგი მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ ერთხელ გეგმავს ინდოეთში ჩასვლას, რათა ამერიკის პრეზიდენტის მომავალი ვიზიტი მოამზადოს.
მისივე განცხადებით, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და შეთანხმება შესაძლოა უახლოეს კვირებში ან თვეებში გაფორმდეს.
გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ინდოეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს. მისი თქმით, აშშ მზად არის, ხელი შეუწყოს ნავთობის გლობალური მიწოდების ზრდას, მათ შორის ვენესუელის ნავთობის ექსპორტის გზით, რომლის ეფექტიანად გადამუშავებაც ინდურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუძლიათ.