საპარლამენტო უმრავლესობა 100% დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპრლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი კონსტიტუციით განსაზღვრულია ოქტომბერში და, შესაბამისად, არ შეიცვლება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად ვერ გაგცემთ პასუხს, თუმცა 100%-ით დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. მთელი ჩვენი პოლიტკური გუნდიც ასე ფიქრობს, რომ, არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში უნდა ჩატარდებს და ეს ვადა ოქტომბერია", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციაში არჩევნების თარიღთან დაკავშირებული ჩანაწერი აბსოლუტურად ყველა ნორმისა და წესის დაცვით გაკეთდა.
„ეს არის კონსტიტუციურ ნორმა და ვფიქრობ, რომ არჩევნების რიგითობა უნდა იყოს დაცული. გეუბნებით რომ არჩევნები ჩატრდება ოქტომბერში", - განაცხადა უმრვალესობის წევრმა.