საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ერთიანი ნაიცონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ ელდარ კვერნაძემ განუცხადა.
"რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს ის საკონსტიტუციო ვადებში გაიმართება", - აღნიშნა კვერნაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანზიაცია "ახალი თაობა ახალი ინიციატივა" საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში როგორც საპარლამენტო ასევე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად ოქტომბერი ჯერ კიდევ 2006 წელს მიღებული ცვლილებებით განისაზღვრა, რომელიც 2010 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში უცვლელად გადმოვიდა. არჩევნების ახალი ვადები კი პარლამენტს 6 თვით, ხოლო პრეზიდენტს 10 თვით უხანგრძლივებს ვადას.