ედპ საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების წინაღმდეგია. როგორც ედპ-ს წევრმა დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა, საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციის მიხედვით ოქტომბერში უნდა ჩატარდეს და არა მაისში. ამასთან დეპუტატი ალოგიუკურად და პოლიტიკური ძალებისა და არასამთავრობო ორგანზიაციების მხრიდან არჩევნების ვადების გადმოწევას პოპულისტურ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ პარტიები მაისამდე თავის საარჩევნო კამპანიას სრულფასოვნად ვერ წარმართავენ და ამისთვსი დროა საჭირო.
"ალოგიუკურია თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის ბრძანებითვე შექმნილია საარჩევნო სიების დასაზუსტებლად სახელმწიფო კომისა, რომელსაც მილიონზე მეტი გამოუყვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კომისიამ საბოლოო საარჩევნო სიები 1 ივლისამდე უნდა დადოს და ახლა თუ არჩევნებს მაისში ჩავატარებთ გამოდის რომ პრეზიდენტი მის მიერ შექმნილ კომისიას და ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ხაზს თვითონვე გადაუსვავს", - აღნიშნა ჩახვაძემ.
ამასთან დეპუტატის თქმით, აუცილებელია, პარტიებს არჩევნებამდე მინიმუმ 6 თვე მაინც ქონდეთ რომ სრულფასოვნად ჩაატარონ საარჩევნო კამპანია.
"პოლიტიკური ძალების და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანზიაციების მხრიდან საპარლამენტო არჩევნების თარიღის ახლა გაპროტესტება სპეკულაციისა და პოპულიზმის საგანია მხოლოდ", - მიაჩნია ჩახვაძეს.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანზიაცია "ახალი თაობა ახალი ინიციატივა" საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში როგორც საპარლამენტო ასევე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად ოქტომბერი ჯერ კიდევ 2006 წელს მიღებული ცვლილებებით განისაზღვრა, რომელიც 2010 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში უცვლელად გადმოვიდა. არჩევნების ახალი ვადები კი პარლამენტს 6 თვით, ხოლო პრეზიდენტს 10 თვით უხანგრძლივებს ვადას.