ბორის ბერეზოვსკიმ ბრიტანულ სასამართლოში მიაღწია ორდერის გაცემას, რომელიც 2008 წლის 12 თებერვალს გარდაცვლილი ცნობილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქონების ნაწილის დაპატიმრებას ეხება.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საუბარია ქონებაზე, რომელზეც შესაძლოა პრეტენზია მოსკოველ ოლგა საფონოვას ჰქონდეს, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილთან საერთო ვაჟიშვილი ჰყავს.
ბერეზოვსკი დაჟინებით ამტკიცებს, რომ იგი ბადრი პატარკაციშვილთან ერთობლივ ბიზნესს აწარმოებდა და ამიტომაც უფლება აქვს მემკვიდრეობით მიიღოს მათი საერთო აქტივების ნახევარი. აღსანიშნავია, რომ პატარკაცივილის ქვრივი ინა გუდავაძე მიიჩევს, რომ ბიზნესი პატარკაციშვილმა და ბერეზოვსკიმ ადრე გაიყვეს.
ინფორმაცია იმის შეახებ, რომ პოლიტემიგრანტმა ბორის ბერეზოვსკიმ ბრიტანულ სასამართლოში მიაღწია ორდერის გაცემას, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ქონების ნაწილის დაპატიმრებას ეხება "თჰე შუნდაყ თელეგრაპჰ"-მა გაავრცელა. გაზეთის ინფორმაციით, საუბარია ქონებაზე, რომელზეც შესაძლოა პრეტენზია მოსკოველ ოლგა საფონოვას ჰქონდეს, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილთან 14 წლის ვაჟი დავითი ჰყავს. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კი ნიშნავს იმას, რომ ამ ქონებას ვერავინ განკარგავს მანამ ვიდრე მის ბედს სასამართლო არ გადაწყვეტს.
თავად ბერეზოვკი კი განმატავს, რომ იგი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე არავითარი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, მანამ ვიდრე მასზე გადაწყვეტილებას ბრიტანული სასამართლო არ გამოიტანს. თუმცა ბერეზოვსკი იქვე დაძენს, რომ საუბარია პატარკაციშვილის ქონების იმ ნაწილზე, რომელზეც Eშესაძლოა პრეტენზია საფონოვასა და მის ვაჟს ჰქონდეს.