ნაზრანში ბაქოს ქუჩაზე, წუხელ ჯერ კიდევ დაუდგენელი პიროვნება 10 წუთის განმავლობაში აწარმოებდა მიზანმიმართულ სროლას საგზაო-საპატრულო პოსტის მილიციის თანამშრომლების მიმართულებით. შესაბამის ინფორმაციას ინგუშეთის სამართალდამცავები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით არავინ დაშავებულა, საგზაო-საპატრულო პოსტის უმნიშველო ზიანი მიადგა. მილიციამ დაადგინა სავარაუდო რაიონი საიდანაც სროლა ხორციელდებოდა. ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ყუმბარმტყორცნით დაიცხრილა ინგუშეთის სასაზღვრო ნაწილი.