ტელეკომპანია იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დირექტორმა გიორგი თარგამაძემ არხის დატოვების შესახებ სახალხო დამცველის ოფისში განცხადება გააკეთა.
თარგამაძის თქმით, საქართველოში "იმედის" არსებობაა დემოკრატიასთან არსოცრდებოდა, თუმცა შექმნილ ვითარებაში იმავე სახით ეთერში დაბრუნება არ გააჩნია.
"ჩვენ გვინდა მუშაობა, მაგრამა ვერ ვმუშაობთ. მთელი ამ დროის განმავლობაში ვცდილობდით და ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ "იმედი" შეგვენარჩინებინა და განგვევითარებინა, მაგრამ კითხვეი მატულობს, რომელზედაც პასუხები არ არის გაცემული. ჩვენ არხის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ რამდენიმე გამოსავალი, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი ამ დრომდე არ გადაგდმულა. ჩემთვის გაუგებარია რატომ არ წავიდა დამფუძნებელი დათმობაზე და რატომ გამოიჩინა ინფანტელურობა ნიუსკორპმა. შექმნილ ვითარებაში მიმაჩნია, რომ ჩემს "იმედში" მუშაობას აზრი არ აქვს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება არხის დატოვების შესახებ", _ განცხადა თარგამაძემ.
ტელეკომპანია იმედი დატიოვეს, თათია თოფურიამ, ლაშა ხარაზიშვილმა, მერამ მეტრეველმა და გიორგი ახვლედიანმა.