მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შოთა ჯამასპიშვილმა სოფელ საბათლოში ჯილეხით დაავადებული ადამიანები მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ საბათლოში ჯილეხით დაავადების შემთხვევები რამდენიმე წლის წინათაც დაფიქსირდა. "მოძრაობა სამართლიანი საქართველოს" წარმომადგენელთა განცხადებით, შესაბამისმა სტრუქტურებმა კერის ბოლომდე ჩაქრობაზე სათანადოდ არ იზრუნეს და დაავადებამ კიდევ ერთხელ იჩინა თავი.
შოთა ჯამასპიშვილის თქმით, დაავადებული ადამიანების ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა, ნაწილი კი მკურნალობას განაგრძობს. ჯამასპიშვილი დედოფლისწყაროს რაიონის გამგებელს ლევან ბაღაშვილს დაუკავშირდა და დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი ზომების გატარება მოსთხოვა.