ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სირიის ქალაქ ხომსში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილზე მყოფ საკუთარ კორესპოდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავდროულად უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ უკვე დაღუპულია 12 ადამიანი და ათობით კი დაჭრილია. აქტივისტები კი აცხადებენ, რო გარდაცვლილია 32 ადამიანი.
"დაჭრილები მოძრავ ჰოსპიტლებში გადაჰყავთ, გარდაცვლილებს კი ღამით მარხავენ, ვინაიდან სნაიპერული შეტევის ეშინიათ", _ იუწყება "ბი-ბი-სი"-ს კორესპოდენტი.
აღსანიშნავია, რომ შაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქალაქ ხოლმსის საარტილერიო დაცხრილვის შემდეგ 200 -ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სირიის პრეზიდენტს ბასარ ასადს გადადგომისაკენ მოუწოდა.