ამერიკის საგანმანათლებლო ცენტრმა "ლანგეითმა" და "ამერიკის მეგობართა კლუბმა" ქართული ზღაპრების მთარგმნელებისთვის კონკურსის -"თარგმნე ქართული ზღაპრები ინგლისურად" მეორე ეტაპი დაიწყო.
კონკურსი "წიქარას", "მუჭანახევარას" და "ხუთკუნჭულას" თარგმანზე ცხადდება. გამარჯვებულ მთარგმნელებს ფულადი პრიზები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ: 1 ადგილი_200ლარი; 2 ადგილი _150ლარი და 3 _ადგილი 100ლარი.
სამთვიანი პროექტის ფარგლებში სულ 9 ზღაპარი ითარგმნება. უკვე ნათარგმნია "კომბლე, ასფურცელა და ნაცარქექია. ხოლო მესამე ეტაპზე ითარგმნება "ცეროდენა" "რწყილი და ჭიანჭველა" და "მეჩონგურე".
პროექტის დასრულების შემდეგ წიგნს გამომცემლობა "დიოგენე" გამოსცემს, რის შემდეგაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და "ამერიკის მეგობართა კლუბის" დახმარებით, საჩუქრად ამერიკაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გაეგზავნებათ. ასევე ამერიკაში მცხოვრებ ბავშვებს "საავტორო სტუდია" ჩD დისკებს გაუგზავნის, სადაც ინგლისურად გადათარგმნილი ზღაპრების აუდიო ვერსია იქნება წარმოდგენილი.
პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ამერიკის მეგობართა კლუბი, დიასპორის საკითხებში სახელწიფო მინისტრის აპარატი, გამომცემლობა "დიოგენე", საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლიტერატურული პორტალი "ლიბ.გე", გამოყენებითი ხელოვნების სკოლა და "საავტორო სტუდია".