უკრაინის დელეგაცია ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სამშაბათს, 17 თებერვალს დაიწყება.
„უკრაინის დელეგაცია უკვე ჩავიდა ჟენევაში. ხვალ სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს ვიწყებთ. დღის წესრიგი შეთანხმებულია და გუნდი მზადაა სამუშაოდ. ჩვენ მოუთმენლად ველით კონსტრუქციულ მუშაობას და არსებით შეხვედრებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების ირგვლივ - ღირსეული და მდგრადი მშვიდობისკენ წინსვლისთვის,“ - განაცხადა უმეროვმა.