სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა.
შეკრებილი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და ლექტორების მოთხოვნაა, არ გაუქმდეს ფაკულტეტები, რომლებიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა. მათი თქმით, უნივერსიტეტი არ იმსახურებს სხვადასხვა ფაკულტეტების გაუქმებას.
"ვაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას. ასევე, ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენი რექტორის, ქალბატონი თამარ ჯუღელის გადაწყვეტილებას, რომელსაც საერთოდ არ ესმის თუ რას ნიშნავს აფხაზეთი, არ აქვს გააზრებული თუ რა არის აფხაზეთი, მან თქვა ამ ხალხს გამოვლილი აქვს ჭუბერი, მესამე პირში გველაპარაკება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
ჩვენ, კურსდამთავრებულებს გვეშინია, რომ ჩვენი დიპლომების აღიარება იქნება საფრთხის ქვეშ.
5 ფაკულტეტიდან დაგვიტოვეს მხოლოდ 2, აქედან ერთი ფაკულტეტი საერთოდ არ გვაქვს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან უნდა გადმოვიდეს," - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.