კინოკრიტიკოს რუსუდან თიკანაძის წიგნს ზურაბ ლეჟავა ქართულად თარგმნის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მწერალმა განუცხადა, წიგნი რუსეთში გამოიცა და რუსულენოვანია.
"კინოკრიტიკოს რუსუდან თიკანაძის წიგნს ვთარგმნი, სადაც ქართული კიმონატოგრაფიის მიმოხილვაა. მასში განხილულია სხვადასხვა ქართული ფილმი. ვფიქრობ, საინტერესო წიგნი უნდა გამოვიდეს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლეჟავამ.
წიგნის დასრულება 2012 წელს იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ 1970 წელს პირველად გამოიცა სამეცნიერო ნაშრომების კრებული "თეატრმცოდნეობითი ძიებანი". ამავე წელს შეიქმნა თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის კვლევითი სამეცნიერო სექტორი, სადაც პროფესორ დიმიტრი ჯანელიძის ხელმძღვანელობით, ქართული კინოს ისტორიისა და თეორიის მიმართულებით მუშაობდნენ კინომცოდნეები: კორა წერეთელი, ოლღა თაბუკაშვილი, გიორგი დოლიძე, ნათია ამირეჯიბი, რუსუდან თიკანაძე, ირინა კუჭუხიძე, ეთერ ოკუჯავა, ლელა ოჩიაური, პაატა იაკაშვილი, ლია კალანდარიშვილი და სხვები.