აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისადმი ყოველწლიურ მოხსენებაში გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საგარეო ვაჭრობის გამჭვირვალეობისათვის სპეციალურ სამსახურს შექმნის.
"ვაცხადებ საგარეო ვაჭრობის გამჭვირვალეობისათვის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ, რომლის ამოცანა იქნება ჩინეთის მსგავს ქვეყნებში ვაჭრობის სფეროში არსებული დარღვევების შესწავლა", _ აცხადებს ბარაკ ობამა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა სპეციალური უწყების შექმნის შესახებ, რომელიც დაკავებული იქნება ფინანსური დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლით, მათ შორის მსხვილ მაქინაციებთან ბრძოლითაც.
ამას გარდა, ბარაკ ობამამ ასევე მოუწოდა აშშ-ს კონგრესს ყველა აუცილებელი ზომა მიიღონ იმისათვის, რომ ამერიკელი მწარმოებლები უცხო ქვეყნის ბაზრებზე ლიდერები გახდნენ, მატ შორის რუსეთის ბაზარზეც.