რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი აცხადებს, რომ მზადაა ითანამშრომლოს პარტია "იაბლოკოს" ერთ ერთ დამფუძნებელთან გრიგორი იავლინსკისთან. კუდრინი ასევე აცხადებს, რომ იგი ყოველივე ამას დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციისათვის აკეთებს.
"მე გრიგორი იავლინსკისთან ვითანამშრომლებ და ამას დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციისათვის გავაკეთებ", _ წერს კუდრინი თავის ბლოგში.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ იავლინსკი საპრეზიდენტო მარათონს უნდა ჩამოიცილდეს. ცესკო იავლინსკისათვის უარის თქმის მიზეზს ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლოს გამოაცხადებს.