უიტნი ჰიუსტონი გაკოტრდა. მომღერალმა საკუთარი 100 მილიონიანი ქონება სულ მთლიანად გაფლანგა და ახლა იძულებულია თანხა მეგობრებსა და ახლობლებს სთხოვოს, თუნდაც ყოველდღიური საჭიროებისათვის.
უიტნი ჰიუსტონთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, რომ არა მეგობრების დახმარება მომღერალი დიდი ხნის უკან აღმოჩნდებოდა ქუჩაში. 48 წლის მომღერალი კოკაინდამოკიდებულია და მისი ქონებაც სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯა. მომღერალმა რამდენიმეჯერ მკურნალობის სრული კურსიც ჩაიტარა.