Wikileaks-ის დამმაარსებელი ჯულიან ასანჯი Russia Today-ზე თოქ-შოუს წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ტელეარხის საიტზეა განთავსებული.
ტელეარხის ექსკლუზიური პროგრამა ეთერში2012 წლის მარტიდან გავა.
პროგრამის დეტალების და მასში მონაწილე სტუმრების შესახებ ტელეარხის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ Russia Today რუსეთის ინგლისურენოვანი არხია, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება აფინანსებს.