საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც დავოსში 25 იანვარს გაიხსნება, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გახსნის.
გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმს რეკორდული რაოდენობის მონაწილეები ეყოლება, ეს იმ ფონზე, როდესაც 1971 წლის ფორუმს 2,6 ათასი ადამიანი ესწრებოდა.
ფორუმს დაესწრება და მოხსენებით გამოვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ტიმოტი გაიტნერი, გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი, სსფ-ის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი რობერტ ელიკი, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმღვანელი და სხვა ოფიციალური პირები.