თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიიპ ერდოღანი საფრანგეთის სენატის მიერ სომხების გენოციდის კრიმინალიზაციის კანონპროექტის მიღებას თურქეთის მიმართ საფრანგეთის მიერ გადადგმულ დისკრიმინაციულ და რასისტულ ნაბიჯს უწოდებს.
"კენჭისყრა სენატში და თავად კანონპროექტი - ეს დისკრიმინაციისა და რასიზმის პირდაპირი გამოვლენაა. ეს ფიქრის თავისუფლების განადგურებაა და მცდელობაა მოიპოვო ხმები არჩევნებში თურქოფობიის დახმარებით", _ განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ თურქეთმა სანქციების პაკეტი მოამზადა, რომელსაც აუცილებლად აამოქმედებს საფრანგეთის მიმართ, თუკი ეს კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს. დოკუმენტის ძალაში შესასვლელად საბოლოო ნაბიჯი უკვე საფრანგეთის პრეზიდენტმა უნდა გადადგას. მან ორ პალატაში მოწონებულ კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს.
"ჩვენ ჩვენი ღონისძიებების შესახებ იმის მიუხედავად გავაკეთებთ განცხადებას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ ფაქტის ირგვლივ. გვჯერა, რომ ჩვენი ფრანგი მეგობრები და ფრანგი ხალხი უფრო მგრძნბიარენი იქნებიან მზარდი დისკრიმინაციისადმი. სარკოზისა და მისი მომხრეების ბედი კი დაე ფრანგმა ხალხმა გადაწყვიტოს", _ აცხადებს თურქეთის პრემიერ-მინისტრი.