საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლიბიის მოკლული ლიდერის მუამარ კადაფის ვაჟს სეიფ-ალ ისლამს ლიბიაში გაასამართლებენ და არა ჰააგაში. ინფორმაციას ამის შესახებ ლიბიური გაზეთის "ენ-ნაშრას" ინტერნეტ გვერდი ავრცელებს.
"პარასკევს ლიბიამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ სეიფ-ალ ისლამი ლიბიის სასამართლოში გაესამართლებინათ. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მიიღო ეს თხოვნა", _ ციტირებს გაზეთი ლიბიის იუსტიციის მინისტრის ალი ხალიფ აშურის სიტყვებს.