რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ნაციონალური საკითხი "ქვეყნისათვის ფუნდამენტალურ ხასიათს ატარებს".
მორიგ წინასაარჩევნო სტატიაში, რომელიც ამჟამად "ნეზავისიმაია გაზეტაშია" გამოქვეყნებული, ვლადიმერ პუტინი წერს, რომ რუსეთი მონოეთნიკური სახელმწიფო უნდა იყოს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ "დღეს მოქალაქეებს სერიოზულად აღელვებთ და პირდაპირ ვთქვათ - აღიზიანებთ მრავალი რამ, რაც მასობრივ მიგრაციასთან არის დაკავშირებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
თავის სტატას "რუსეთი: ნაციონალური საკითხი" ვლადიმერ პუტინი დასავლეთში არსებული "მულტიკულტურული პროქტის" კრიტიკით იწყებს.
"მრავალ ქვეყანაში ჩნდება ჩაკეტილი ნაციონალურ0რელიგიურ გაერთიანებები, რომლებიც არა თუ ასიმილირებაზე, არამედ, ადაპტირებაზეც აცხადებენ უარს. ცნობილია კვარტლები და მთელი ქალაქები სადაც უკვე თაობები ცხოვრობენ ჩამოსული ადამიანებისა სოციალურ დახმარებებზე და ისინი იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ცხოვრობენ არ ლაპარაკობენ", _ წერს რუსეთის პრემიერ-მინისტრი და აგრძელებს: "ჩვენი ნაციონალური და მიგრაციული პრობლემები საბჭოთა კავშირის დაშლასთან პირდაპირ არის დაკავშირებული". ამის შემდეგ ვლადიმერ პუტინი თავის საყვარელ თემაზე გადადის და საბჭოთა კავშირის დაშლის კატასტროფულ შედეგებზე ავითარებს მსჯელობას.
"ქვეყნის დაშლისას ჩვენ აღმოვჩნდით ზღვარზე, ცალკეულ რეგიონებში კი სამოქალაქო ომის ზღვარს მიღმა, თანაც ერთნიკურ საფუძველზე. უზარმაზარი ძალისხმევითა და დიდი მსხვერპლის ფასად შევძელით ჩვენ ამ კერების ჩახშობა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა მოხსნილია", _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი და აღნიშნავს, რომ "ისტორიული რუსეთი ეს ეთნიკური სახელმწიფო არ არის".
"როდესაც იწყებენ ყვირილს - კმარა კავკასიის კვება, იცოდეთ, რომ ხვალ უცილობლად იქნება მოწოდება - კმარა ციმბირის, შორეული აღმსავლეთის, ურალის, პოვოლჟიეს, პოდმოსკოვიეს კვება.." სწორედ ამ რეცეპტებით მოქმედებდნენ ისინი, ვინც ყველაფერი საბჭოთა კავშირის დარღვევამდე მიიყვანა", _ წერს პუტინი.
თუმცა, რუსეთის პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ ნაციონალური საკითხი რუსეთისათვის მტკივნეული თემაა. "მიმაჩნია, რომ საჭიროა რეგისტრაციის წესების გამკაცრება, ისევე როგორც სანქციებისა, მათი დარღვევების გამო. ყოველივე ეს რა თქმა უნდა მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლებების დარღვევის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. ის ვინც რუსეთის სხვა და სხვა სუბიექტებსა და ქალაქებში სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩამოდის და ისინი განსხვავებული კულტურულ ისტორიული ტრადიციების მატარებელი არიან პატივისცენით უნდა მოეპყრან ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს", _ამბობს პუტინი და აღნიშნავს, რომ "ყველაფერი სხვა - არაადეკვატური, აგრესიული, გამომწვევი და უპატივისცემო ქმედებები კი კანონის მკაცრ პასუხს უნდა წააწყდნენ", _ ამბობს ვლადიმერ პუტინი.
"ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდით, ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ საშინელ ომში და მათ ვისაც ჩვენი დაშლა უნდათ შემიძლია მხოლოდ ერთი რამ გითხრათ - ვერ მოესწრებით", _ აცხადებს სტატიის ბოლოს ვლადიმერ პუტინი.