ავღანეთში ნატოს სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. აღნიშნული ინციდენტის შედეგად, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მოხდა, ნატოს ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
თავად ნატოს წარმომადგენელთა განცხადებით ამ რაიონში ამბოხებულების არავითარი მოქმედება არ შეინიშნება. ამიტომაც ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ არავითარი დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელდება, მანამ ვიდრე დაღუპული სამხედროების ნათესავებს აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში არ ჩააყენებენ.
ჯერ-ჯერობით ასევე უცნობია ისიც, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაღუპულნი. თუმცა აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე გააკეთა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიტანელი სამხედროები ამ თვითმფრინავში არ იმყოფებოდნენ.
ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ მოძრაობა "თალიბანმა" გუშინ ყანდაღარის აეროპორტში მოწყობილი აფეთქებაზე პასუხისმგებლოება აიღო. აეროპორტში თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქების გამო შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ორი ბავშვი. ექსპრეტები აღნიშნავენ, რომ ყანდაღარში მდგომარეობა ჯერ კვლავაც რთული რჩება.