დღეს პრეზიდენტის სასახლეში ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი იყო მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე, იქედან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.
შემდეგი კონსულტაციები 10 იანვარს გაიმართება და თავმჯდომარეობის კანდიდატები დასახელდება.
უკვე ცნობილია რამდენიმე კანდიდატის ვინაობა, ერთ-ერთი კანდიდატურაა "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარის, ეკა სირაძე, რომელიც 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა. კანდიდატურების წარდგენას კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გეგმავს.