ეიქმნა ოპოზიციური ალიანსი. ეს არის ის რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი და ამიტომ ვამბობ, რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ - შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი. ეს არის ის რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი და ამიტომ ვამბობ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მეც, სხვებთან ერთად ვარ ჩართული ამ ამბავში და მთელი ეს დრო ვმუშაობდი სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად ამ საკითხის წინ წასაწევად.
ამოვდივარ იქიდან, რომ შეიძლება ჩვენ წარსულში გვქონოდა უთანხმოება და ზოგს შეიძლება ახლაც არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი სრულიად უმნიშვნელოა იმ დიდ ისტორიულ პროცესთან შედარებით რაც ჩვენს გარშემო ვითარდება.
ამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ჩვენ ვაკმაყოფილებთ ქართველი ხალხის და დემოკრატიული სამყაროდან ჩვენი მხარდამჭერების მოთხოვნას, გვევლო ერთიანობის გზით.
დღეს მოხდა ამ ერთიანობის დეკლარირება, ამას უნდა მოჰყვეს ერთობლივი გადამწყვეტი მოქმედება ჩვენი სამშობლოს და მისი თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთად დადგა და არ აჰყვა მტრის შემოგდებულ ცდუნებას, გათიშვის და ერთმანეთის ჩაძირვის მიმართულებით. აუცილებლად გავიმარჯვებთ! ძალა ერთობაშია!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ აწერენ ხელს.