მეგობრულ რეჟიმში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია უნდა განხორციელდეს და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი ყველა საკითხის გადაჭრისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან და ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია.
"ჩვენ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. გარდა ბოლო 5 წლისა, მანამდე იყო კიდევ 30 წელი. 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
როგორც კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე, შევეხეთ საზღვრების დემარკაცია - დელიმიტაციის თემას და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია დელიმიტაციაზე. იცით, რომ არანაირი ცვლილება არ გვაქს ამ თემასთან დაკავშირებით და გვჭირდება წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანის მიმართ, რაზედაც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქრებთ პროცესებს, რომელიც იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა მივაღწიოთ, ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად. მეგობრულ რეჟიმში უნდა განვიხილოთ თითოეული მონაკვეთი, რაზედაც შეთანხმება მიღწეული არ არის. ასეთი არის 15 მონაკვეთი და 15 -ივეზე აქტიურად უნდა ვიმუშავოთ. მთავარია საკითხი გადაიჭრას, ამისთვის არსებითი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დასრულება, წინსვლა ამასთან დაკავშირებით და სწორედ ამაზე გვქონდა დღეს საუბარი,“- აღნიშნა პრემიერმა.