საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისში დანია ანგარიშით 89:60 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
ჯგუფის მომდევნო ორი მატჩი ივლისში გაიმართება: საქართველოს ნაკრები უკრაინასთან სტუმრად (მატჩი ლატვიაში შედგება) 2 ივლისს ითამაშებს, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს.