რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშჩენკოს უკრაინული ყველის მიმართ სერიოზული პრეტენზიები გაუჩნდა. რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა უკრაინულ ყველში პალმის ზეთის ჭარბი რაოდენობა გამოავლინა. ყველი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რამდენიმე უკრაინელ მეწარმეს შეაქვს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"როსპორტრებნაზრორის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისმა უწყებამ გააანალიზა რა სამომხმარებლო ბაზარზე რძის პროდუქტების სეგმენტში არსებული სიტუაცია, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ "2011 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში უკრაინიდან შემოტანილი ყველის სამომხმარებლო თვისებები დაცემულია".
"ეს რუსეთის ბაზრის ძირითადი სეგმენტია. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ პროდუქციის ამ სახეობის წარმოებაში იმპორტიორ-ქვეყანაში უკონტროლოდ გამოიყენება მცენარული კომპონენტები, კერძოდ კი პალმის ზეთი. მისი შემცველობა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს ტექნიკური რეკლამენტითაა განსაზღვრული", _ აცხადებს ონიშჩენკო.