."ჯი-ეიჩ-ენი". საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა იანვრის ბოლოს შესაძლოა, რამდენიმე ევროპული ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს გადახედოს და რეიტინგების დადაბლების გადაწყვეტილება მიიღოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს ხელმძღვანელი დევიდ რაილიც ადასტურებს.
"მთლიანობაში ევროპის ქვეყნების რეიტინგებმა შესაძლოა 1-2 საფეხურით დაიწიონ. ყვლაზე მაღალია იტალიის სუვერენული რეიტინგის დაწესბის ალბათობა და იმავდროულად ნაკლებად მოსალოდნელია 2012 წელს საფრანგეთის რეიტინგის ცვლილება. სააგენტო ევროზონაში 2012 წელს მსუბუქი რეცესიის პროგნოზს აკეთებს და მას საბიუჯეტო ეკონომიკის მიმართულებით მკაცრი ზომების გატარებას უკავშირებს"- განაცხადა სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენელმა.
Fitch-ი 2012 წლისთვის ევროზონის მსუბუქ რეცესიას პროგნოზირებს.