"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელს, ერიკ კანტონას, საფრანგეთის პრეზიდენტობა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კანტონას თქმით, ის მონაწილეობას მიიღებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. ამისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება მან უკვე დაიწყო.
"მე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარი ქვეყნის წინაშე. მომდევნი საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა კანტონამ.
კანტონას თქმით, ასევე პრობლემაა საფრანგეთის ახალგაზრდობის წინაშე არსებული სისტემატიური, მრავალრიცხოვანი ძალადობრივი ქმედებები.
აღსანიშნავია ისიც, რომ კანტონამ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება 2010 წელს დაიწყო, როდესაც ხალხს გლობალური ფინანსური კრიზისის გასაპროტესტებლად ბანკებიდან საკუთარი კრედიტების გატანისკენ მოუწოდა.