ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუაში დანიელ ორტეგას პრეზიდენტად ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.
ორტეგამ ფიცი დადო ქვეყნის ცენტრალურ - რევოლუციის მოედანზე.
ცერემონიალს 10 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ვენესუელის და ირანის პრეზიდენტები, ასევე ცენტრალური ამერიკის რიგი ქვეყნების მთავრობის ხელმძღვანელები.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, დანიელ ორტეგას ფიცის დადების ცერემონიალს 50 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაცის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ორტეგა პრეზიდენტის პოსტს 5 წლის ვადით მორედ დაიკავებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ის ქვეყნის სათავეში 1981-1990 წლებში მყოფებოდა.
ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ორტეგას პარტიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ელექტატორის 62,46 % ხმა მიიღო.