ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში რომელიც 23-27 იანვარს გაიმართება, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ კომისარს აირჩევენ.
როგორც ევრო საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური საიტი იტყობინება 2012 წლის 31 მარტს მოქმედ კომისარს თომას ჰამერბერგს პოსტზე ყოფნის ვადა ეწურება.
აღნიშნულ პოსტზე უკვე წარდგენილა რამდენიმე კანდიდატურა - ნილს ნიუნიექსი (ლატვია), ფრანს ტიმერმანსი (ნიდერლანდები) და ივ მონე (ბელგია).
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროსაბჭოს კომისარს 6 წლის ვადით ირჩევს.