აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალურ დარბაზში რუსეთში ქვეყნის ახალი ელჩის მაიკლ მაკფოლის მიერ ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც მრავალი ადამიანი დაესწრო.
ბარაკ ობამას ყოფილ მრჩეველს ახალი თანამდებობა მიულოცეს კოლეგებმა თეთრი სახლიდან ასევე საგარეო უწყების, პენტაგონის და კონგრესის წარმომადგელებმა. ცერემონიალს ესწრებოდნენ უცხოელი დიპლომატები, მათ შორის რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ელჩები.
თავად მაიკ მაკფოლმა ცერემონიალზე განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის "გადატირთვა" არ დასრულებულა.
"პირიქით, ჩვენ დღეს ვიმყოფებით მორიგ უფრო რთულ ეტაპზე, როდესაც ჩვენი ინტერესებისა და ფასეულობის თანხვედრა არ არის ნათელი ან ადვილი. რათა ვითანამშრომლოდ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში, ვუპასუხოთ ირანის ბირთვულ ამბიციებს, შევწყვიტოთ სისხლისღვრა სირიაში, საჭიროა უფრო ფართო დიალოგი და უფრო შემოქმედებითი მიდგომა ურთიერთგაგების საძებნელად და ჩვენს შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად" - განაცხადა მაკფოლმა.
მისივე თქმით, მძიმე გამოწვევები ნაყოფიერი მუშაობის შესაძლებლობას ქმნის.