უკრაინის ექს პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, კაჩანოვს კოლონიაში, რომელიც ხარკოვის მხარეში მდებარეოს, 2 საათზე მეტი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც მისი თანაპარტიელები აცხდებენ, ეს ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მას დაუდგენელი პრეპარატი მისცეს.
ხელისუფლების წარმომადგელები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სხვა ვერსიას ავითარებენ. თუმცა ტიმოშენკოს პარტიის თავმჯდომარის მაოდგილე ალექსანრე ტურჩიოვი აცხადებს, რომ ეს ფაქტი თვალნათლივ ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ტიმოშენკოს მიმართ.
"წამლის მიღების შემდეგ იულია ვლადიმერის ასულმა გონება დაკარგა. მას ამის არავითარი წინაპირობა არ ჰქონდა. ის ფაქტობრივად 2 საათი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა" - განაცხადა ტურჩინოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტიმოშენკოს წამლები სასჯელაღსულების დაწესებულების ექიმებმა მწვავე ვირუსულ ინფექციის სამკურნალოდ მისცეს.