აშშ მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ირანი ფორდოუს ქარხანაში ურანის 20 % გამდიდრებას დაიწყებს, ეს თეირანის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის დარღვევა იქნება. ეს განცხადება თეთრი სახლის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა გააკეთა.
თეირანმა თავად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ფორდოუს ქარხანაში ურანის გამდიდრებას იწყებს.
დასავლური ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ირანი ატომური ენეტგეტიკის განვითარების პროგრამის საფარქვეშ ბირთვულ იარაღს ამზადებს.