აშშ მოუწოდებს ირანს გაათავისუფლოს ირანული წარმოშობის ამერიკელი, რომელსაც ისლამურმა სახელმწიფომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
ამირ მირზაი ჰეკმათს ირანის სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოუტანა, მას შემდეგ რაც ის აშშ-სა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულად აღიარა.
ბრალდებულს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აპელაციისათვის ოცი დღე აქვს.
თავად ჰეკმათის ოჯახი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, აცხადებს, რომ ამირ მირზაი ირანში მაშინ დააპატიმრეს, როდესაც იგი იქ თავისი ბებიებისა და ბაბუების მოსანახულებლად იყო ჩასული.
მასალის გამოყენების პირობები