აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საკადრო ცვლილებები განახორციელა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, თავისი თანამდებობა დაკარგა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა ბილლ დეილიმ. მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ბიუჯეტის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი ჯეკ ლიუ დაინიშნა.
პოლიტიკური მიმომხილველების თქმით, ეს ცვლილებები იმან გამოიწვია, რომ ბოლო დროს დეილისა და ობამას რიგ გავლენიან მრჩევლებს შორის დაძაბული ურთიერთობები ჩამოყალიბდა.