ჰააგის საერთაშორისო სასამართლო აცხადებს, რომ ლიბიის ხელისუფლებას ამ დრომდე არ წარმოუდგენია ინფორმაცია მუამარ კადაფის დაკავებული ვაჟის სეიფ ალ-ისლამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ტრიბუნალის მოთხოვნის მოქმედების ვადა დღეს იწურება.
ლიბიის მოკლული ლიდერის მუამარ კადაფის ვაჟი, ჯერ კიდევ დაუდგენელი გარემოებების დროს, გასული წლის ნოემბერში ტყვედ ჩავარდა.
ლიბიის ახალი ხელისუფლება სეიფ ალ-ისლამის გასამართლებას ქვეყნის ტერიტორიაზე აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის ტრიბუნალს ალ-ისლამის სასამართლო პროცესის საერთაშორისო დონეზე გამოტანა სურს.