მოსკოვის სამხრეთ -დასავლეთ ნაწილში რესტორანში გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით 39 ადამიანს მიაღწია. გარდაცვლილია ორი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვის საგანგებო სიატუაციათა სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით 39-ივე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
გაზის აფეთქება იტალიურ რესტორანში მოხდა. რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცავმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრეს.