დანიის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ მათმა გემებმა, რომლებიც ნატოს მისიის შემადგელობაში არიან სომალის ნაპირებთან მეკობრეების მიერ დატყვევებული 14 მეზღვაური გაათავისუფლეს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ამჟამად თავად მეკობრეების დაკითხვა მიმდინარეობს.
დანიის სამხედრო საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ტყვეები პაკისტანელი და ირანელი მეზღვაურები არიან, რომლებიც მეკობრეებმა ორი თვის წინ დაატყვევეს.
გასულ ხუთშაბათს ირანელი მეზღვაურების ერთი ჯგუფი მეკობრეებისგან აშშ-ის მეზღვაურებმა დაიხსნეს.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ, თუმცა მათი უსაფრთხოების გათვალისწინებით ამ დრომდე აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ კეთდება.